ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ოფიციალურად დაიწყო, რომელიც 9 ივნისს დასრულდება. პირველი ქვეყანა, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნა, ნიდერლანდებია.
ხვალ კენჭისყრა ჩატარდება ირლანდიაში, 8 ივნისს კი - ჩეხეთში, სლოვაკეთში, მალტასა და ლატვიაში. ევროკავშირის დანარჩენ სახელმწიფოებში არჩევნები 9 ივნისს გაიმართება.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტის 720 დეპუტატს აირჩევენ თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.
ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია.