ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დუგინი: საქართველოს სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია

კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი კვლავ საქართველოზე წერს. ამჯერად მან მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტი მოიწონა.

დუგინის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად ატლანტიკოსების მცდელობისა, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში და მოახდინოს ხელისუფლებაზე ზეწოლა.

„საქართველო, სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებთანაც ერთად ის ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ესმის, თუ რა მოჰყვება ჰეგემონის წესების უდავო მორჩილებას: სუბიექტურობის დაკარგვა და სრული პოლიტიკური დამოკიდებულებას აშშ-სა და ევროპაზე. შესაძლოა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღები გაძლიერდეს და დასავლეთისთვის ეს კიდევ ერთი მიზეზი გახდეს საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციისთვის, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობა აქტიურად მიმდინარეობს და სადაც იზიარებენ ქართველი ხალხის პოზიციას ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ“, - წერს დუგინი Telegram-ზე.