კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ,,აგენტების კანონზე" ხელმოწერას ეხმიანება.
დუგინიც ,,ქართული ოცნების" მსგავსად ამტკიცებს, რომ ,,აგენტების კანონი" ამერიკული კანონის რბილი ვერსიაა.
კრემლის პროპაგანდისტი ,,telegram"-ზე წერს, რომ თითოეულ ქართულ სახლში უცხოეთის აგენტი ზის.
,,კანონი მიღებულია, სპიკერმა ხელი მოაწერა, კანონი ძალაში შედის. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო პარლამენტმა დაძლია. მოსალოდნელია მასობრივი საპროტესტო აქციები რეიდებით.
კანონი, რომელსაც ოპოზიციამ ,,რუსული" უწოდა, ფაქტობრივად არის ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის რბილი ვერსია.
ფაქტობრივად, თითოეულ ქართულ სახლში ზის უცხოეთის აგენტი და სხვებს ასწავლის დასავლურად ცხოვრებას. ამასთანავე, მიღებული კანონი მათ ამის უფლებას არ უზღუდავს, მხოლოდ რეგისტრაციას და ცოტაოდენი გადასახადების გადახდას ითხოვს", - წერს დუგინი.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „აგენტების კანონს“ ხელი დღეს მოაწერა.