ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კალაძე აშშ-ზე: ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია

თბილისის მერს, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი უნდა გახდეს.

,,რა თქმა უნდა, ურთიერთობები აშშ-სთან უნდა გადაიხედოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია. მზად ვართ მეგობრობისთვის და მზად ვართ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და გახდეს ჯანსაღი. ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არა უბრალოდ ვირტუალური. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ეს უნდა იყოს ორმხრივი, საქართველო არ არის ვინმეს ვასალი და ისეთი ქვეყანა, რომელსაც ვიღაცა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მშვიდობას დაანგრევს ქვეყანაში და იქნება ის ვითარება, რაც სამწუხაროდ უკრაინაშია", - აცხადებს კალაძე.