ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დეკანოიძე: ივანიშვილის სურვილია, რომ ჩაგვაბან ჩინეთს და რუსეთს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლაა

ჩემთვის ეს არის კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, რადგან, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, ქვეყანა აშშ-ს ჩამოაშორონ. დეკანოიძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა.

„ასევე დახმარების გადახედვა ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, როდესაც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დავკარგოთ. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ჩაგვაბან ჩინეთს და რუსეთს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის ამ ძალადობრივი ქაოსიდან არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლაა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.