პოლიციამ ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა. „აგენტების კანონის“ აქტიური მოწინააღმდეგის მხარდასაჭერად, მის ხალხთან მოქალაქეები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
როგორც ბლოგერის ადვოკატმა განაცხადა, აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას გულისხმობს.
პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. ოჯახის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში, აბაშიძეს ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ეძლეოდა.