აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC- სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს ნებას არ რთავს, ამერიკული შეიარაღება მოსკოვსა და კრემლზე დარტყმისთვის გამოიყენოს.
„ასეთი იარაღის გამოყენება ნებადართულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საიდანაც რუსული შეიარაღება უკრაინაში კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რუსეთში 200 მილის სიღრმეში, ასევე, მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმების განხორციელებაზე ნებას არ ვრთავთ“, - განმართა ბაიდენმა.
რაც შეეხება პუტინის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდება რუსეთის ტერიტორიებზე სამიზნეებზე გამოსაყენებლად, ომში პირდაპირ მონაწილეობას გულისხმობს, ბაიდენი ამბობს, რომ ის წესიერი ადამიანი არ არის, დიქტატორია და ცდილობს ქვეყნის შენარჩუნებას.
„მას 40 წელზე მეტია, ვიცნობ. უკვე 40 წელია, მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის, დიქტატორია და მთელი ძალით ცდილობს, თავისი ქვეყნის შენარჩუნებას და ამასთან, განაგრძობს შეტევებს. არ ვსაუბრობთ, მათთვის იარაღის მიცემაზე მოსკოვზე, კრემლზე დასარტყმელად, მხოლოდ საზღვრის იმ მხარეს, საიდანაც უკრაინაში შეჭრისა და უკრაინელების მკვლელობისთვის შეიარაღებას იყენებენ“, - ამბობს ბაიდენი.