ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რიბეირო საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტების არ დაშვებაზე: ეს გადაწყვეტილება აფერხებს საჯარო დებატებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მოთხოვნით,  „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მაკა ჩიხლაძეს და ნატა ქაჯაიას, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ, ნინი ბალანჩივაძესა და „ფორმულას“ ჟურნალისტ, სოფო გოზალიშვილს პარლამენტში შესვლა აეკრძალათ.

სწორედ აღნიშნულს გამოეხმაურა ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, ტერეზა რიბეირო და ამ გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდა.

„ეს გადაწყვეტილება აფერხებს საჯარო დებატებსა და კრიტიკულ კონტროლს, რაც აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის“, - დაწერა რიბეირომ X-ზე.