პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის პოლიციაში გადაყვანას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაკავებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
როგორც ბლოგერის ადვოკატმა განაცხადა, აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას გულისხმობს.