სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესებას ეხმიანება და წერს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში, დემოკრატიის შელახვაზე და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თავდასხმაზე.
ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადს გახდის, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგზე გათვლილი“, - წერს შაჰინი X-ზე.
I welcome @StateDept's move to impose visa restrictions on those responsible for undermining democracy and attacking peaceful protestors in Georgia. My bipartisan bill would make these restrictions permanent, making it clear that this decision is not a short-term consequence. https://t.co/uYBZ9Np8ZP
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) June 6, 2024