„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება.
მისი თქმით, სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს.
“ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი ახლა, რაც მათ თავს ხდება, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. “ქართული ოცნების” ლიდერები ამ სანქციების შესახებ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-მ და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა და საბოტაჟი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მათ არ შერჩებოდათ. ძალიან ბევრი შანსი მისცეს იმისთვის, რომ საქმე სანქციებამდე არ მისულიყო. ახლა უკვე ეს სანქციები “ქართულმა ოცნებამ” თავის თავს უნდა დააბრალოს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს სანქციები, რადგან სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს. ამას მოჰყვება სანქცირებები ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას რეალურად არანაირი შანსი არ აქვს”, - აღნიშნა ანა წითლიძემ.
აშშ-მა სანქციები 30-მდე პირს - „ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს დაუწესა.