ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაიდენმა დახმარების პაკეტის შეფერხებით დამტკიცებისთვის, ზელენსკის ბოდიში მოუხადა

პარიზში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის, ბოდიში მოუხადა.

„ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან კონსერვატიულმა წევრებმა პრობლემა შეგვექმნეს კანონპროექტის მიღებისას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე უკრაინის დახმარების ახალი - 225 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი დააანონსა.