აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 135 მილიონი დოლარის გადაცემას დაჰპირდა. ბლინკენმა ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ინფორმაცის „აპნიუსი“ ავრცელებს.
ბლინკენის თქმით, ამ თანხიდან 85 მილიონი დოლარი დაიხარჯება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის, ხოლო 50 მილიონი დოლარი ფერმერული მრეწველობის აღდგენასა და დეზინფორმაციის შეკავებას მოხმარდება.
„ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს მოლდოველების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან ჩარევას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გააგრძელონ გზა ევროკავშირისკენ ინტეგრაციისკენ, ჰქონდეთ მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა“,- განაცხადა ბლინკენმა.