ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტს, ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგორც ცნობილია, მას თავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მაშინ დაესხნენ, როცა ის ლექციიდან გამოდიოდა.

ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ გაავრცელა.

მანამდე ნიკო მანაგაძემ სოციალურ ქსელში აქცია დააანონსა და დაწერა, რომ 8 ივნისს, შაბათს, 9:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთან პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის დასახვედრად შეკრებილიყვნენ.