,,დავხვდეთ კობახიძეს" - საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ლექცია 10:00 საათზე იწყება. აქციაზე შეკრებილებს აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერებით, მათ შორის: „კობახიძე რუსული ხელოვნური ინტელექტია!!!".
არსებული ინფორმაციით, კობახიძე თსუ-ში მივიდა, თუმცა მას ცენტრალური შესასვლელიდან არ უსარგებლია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გუშინ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნიკო მანაგაძეს თსუ-ის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ. თავდასხმის შემდეგ უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ კობახიძის ზონდერები მათ ვერ შეაშინებენ.