ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსეთმა იულია ტიმოშენკო ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა. მიზეზი არ კონკრეტდება.

,,რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, იულია ტიმოშენკოზე ძებნა გამოცხადდა," - წერია განცხადებაში.

იულია ტიმოშენკოს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2005 და 2007-2010 წლებში ეკავა. ამჟამად ის პარტია "ბატკივშინას" ლიდერია.