ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შოთა შალელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უგუნური მოქმედებით ქვეყანა შეიყვანა საერთაშორისო იზოლაციაში

როდესაც ხელისუფლება ასე სპეკულირებს და თვალთმაქცობს, როდესაც მათი დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი ცნობილია, მივმართავ პრეზიდენტს: არ გამოაყენებინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და არ დაადოს ვეტო “რუსულ კანონს”. ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი უგუნური მოქმედებით ქვეყანა შეიყვანა საერთაშორისო იზოლაციაში და თვითონვე გამოძებნოს გზები, თუ როგორ არ შეიყვანოს ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც დაბრუნება იქნება ძნელი, თუ არა, საერთოდ შეუძლებელი“, -წერს შალელაშვილი.