„ქართული ოცნების“ წევრებო, მათთან დაახლოებულო და მხარდამჭერო საზოგადოებავ! თქვენ, თქვენი უგუნური მოქმედებით, კანონპროექტის ინიცირებით რასაც “გამჭვირვალიბის” კანონი დაარქვით, ისეთი ჯინი გამოუშვით ბოთლიდან, რომლის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეგიძლიათ. ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მმართველი პარტია დაუპირისპირდა თავის მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა.
„სამშობლოს სიყვარული, მშობლიური კულტურა, მშობლიური ქალაქი და მშობლიური ენა - არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, თუ როგორ განვითარდება საზოგადოება. ასე იწყება პატარა სიყვარული ჩვენი ოჯახის, ჩვენი სახლის, ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს ისტორიისა, მისი წარსულისა და აწმყოსადმი.
ყველა სტუდენტმა იცის მისი სამშობლოს ისტორია, მისი ხალხის გმირული წარსული, აქვს საკუთარი სამოქალაქო პოზიცია, იყოს ძლიერი და მამაცი, ყოველთვის მზად არის დაიცვას თავისი რეგიონის, სამშობლოს ინტერესები.
აი, ამ ახალგაზრდა თაობას უპირისპირდებით და ქვეყანას დიდი რისკის ქვეშ აყენებთ, მოგიწოდებთ გაიწვიოთ ეს კანონპროექტი რაც შეიძლება სწრაფად, თორემ ვერც ქართული ოცნება გიხსნით გარდაუვალი კრახისგან და ვერც „ამერიკული და ევროპული ოცნება”, - წერს შალელაშვილი.