მინდა მივმართო ხელისუფლებას და განსაკუთრებით ბატონ ივანიშვილს - სანამ კიდევ არ გაგვივლია რუბიკონი, გააჩერეთ ეგ დამსჯელი სახელმწიფო მანქანა რომელიც ცოცხალი ჯოჯოხეთის მოწყობას უპირებს ჩვენ მოქალაქეებს. ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში ტერორიზმის მთავარი მახასიათებელი იყო და რჩება კაცობრიობის ნორმების სრული უგულებელყოფა, ადამიანის სულიერი ინსტიტუტების უარყოფა, ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა და წესი, ეს არის ბრძოლა ყველაფრის წინააღმდეგ, რომელზეც საზოგადოება ფუნქციონირებს.
„ტერმინი „ტერორიზმი“ ლათინურია და ნიშნავს, „ტერორი“- შიში, დაშინება. ტერორის (ტერორიზმის) ძირითადი ფუნქციაა პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა, სამოქალაქო პირების, ან სამოქალაქო სამიზნეების მიმართ ძალადობის ინტენსიური გამოყენება, რადგანაც ხელისუფლება აღიქვამს საფრთხედ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
სახელმწიფო იყენებს ტერორის მეთოდს თავისი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, რათა პარალიზდეს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ამით, ხელისუფლება ხაზს უსვამს მისი ძალის დემონსტრირებას დომინირებას მოქალაქეების წინააღმდეგ. თუ კიდევ ვინმეს საღი აზრი გაგაჩნიათ, დაფიქრდით საით მიგყავთ ქვეყანა და ნეტავ რისი იმედი გაქვთ?“, - წერს შალელაშვილი.