„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.
TV24-მა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გაავრცელა.
TV24-ის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ლევან ბეჟაშვილი დაიკავებს, ლევან ხაბეიშვილი კი პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.