საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სათადარიგო გასასვლელით დატოვა.
ადგილზე შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებდნენ: "მონა," "მოღალატე."
თსუ-ს მეოერე კორპუსთან აქციის "დახვდი კობახიძეს" მონაწილეები აცხადებენ, რომ კობახიძე და "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯები პრორუსულია.
აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად უნივერსიტეტთან მისული იყო საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.