ევროპარლამენტის არჩევნების პარალელურად, ბელგიაში საპარლამენტო არჩევნებიც იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 8 საათზე გაიხსნა, წინასწარი მონაცემები კი მათი დახურვისთანავე გახდება ცნობილი.
საპარლამენტო არჩევნების გარდა, ქვეყნის მოსახლეობა რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებსაც ირჩევს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ფედერალურ დონეზე, პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროს მმართველმა კოალიციამ შესაძლოა უმრავლესობა დაკარგოს.