ნიდერლანდების შემდეგ, ევროპარლამენტის არჩევნები ირლანდიასა და ჩეხეთში იმართება. საარჩევნო უბნები ირლანდიაში ადგილობრივი დროით, 7 საათზე გაიხსნა, ჩეხეთში კენჭისყრა დღის მეორე ნახევარში დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება.
ეგზიტპოლების თანახმად, ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში პარტიებიდან ყველაზე მეტი ხმა ხეერტ ვილდერსის პარტიამ მიიღო.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტის 720 დეპუტატს აირჩევენ თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.
ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია.