Washington Examiner-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ და მათ არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება.
როგორც გამოცემა წერს, სამხრეთ კალიფორნიაში, აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტებს გადაეცათ მითითებები, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელიც მოიცავს აფრიკას, აზიას, ავსტრალიასა და ევროპას, მხოლოდ ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს არ მიიღებენ შეერთებულ შტატებში და მათ არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. საქართველო სწორედ ამ 6 ქვეყანას შორის მოხვდა.
„მხოლოდ სრულწლოვანი პირები საქართველოდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან გადაეცემიან აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურში, სწრაფი გაყვანისთვის. ყველა სხვა მიგრანტი აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან `ძნელად ან ძალიან ძნელად მოსაშორებელი ქვეყნებიდან“ გათავისუფლდებიან დოკუმენტებით, რომლებიც მათ აშშ-ის სასამართლოში გამოცხადებას ავალდებულებს", - წერს გამოცემა.