მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხაი პოპსოი სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ცხინვალში ე. წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმიანება და წერს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
„საქართველოს მიერ დროებით არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - დაწერა პოპსოიმ.
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი - მოსკოვში, ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში“.
„არჩევნებისთვის“, საერთო ჯამში, 40 000 „ბიულეტენი“ დაიბეჭდა. „საარჩევნო უბნები“ 20:00 საათზე დაიხურა.
The so called parliamentary elections in the temporarily uncontrolled Tskhinvali region of Georgia are a clear violation of international law. We support the sovereignty and territorial integrity of Georgia.
— Mihai Popșoi (@MihaiPopsoi) June 9, 2024