ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკრონი იმედოვნებს, რომ ფრანგი ხალხი სამართლიან არჩევანს გააკეთებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წერს და იმედოვნებს, რომ ფრანგი ხალხი სამართლიან არჩევანს გააკეთებს, საკუთარი მომავლისთვის.

„მე მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, ისინი გააკეთებენ ყველაზე სამართლიან არჩევანს საკუთარი თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩემი ერთადერთი ამბიცია არის გამოვადგე ჩვენს ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს“, - წერს X-ზე მაკრონი.

გუშინ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.