ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რომან გოცირიძე: 2024 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 64%-ს აღწევს, რაც ,,ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებით, 2024 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 64%-ს აღწევს, რაც “ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია.

მისივე თქმით, უცხოური ინვესტიციების შემცირება ნიშნავს ეროვნული ბანკის რეზერვების სწრაფ ამოწურვას, ლარის გაუფასურებას, ფასების ზრდას, მასობრივ ემიგრაციას და სიღატაკეს.

,,2024 წლის პირველ კვარტალში - (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) კლება უკვე 64%-ს აღწევს. ასეთი მასშტაბური კლება არის ,,ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული, რასაც ვხედავ ბოლო ორი წლის განმავლობაში. თანაც ამ კლებაში ასახული არ არის რუსული კანონის მიღებისა და აშშ-ის მიერ მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების გამოყენების შედეგები. თუ ასე გაგრძელდა, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება. უცხოური ინვესტიციების შემცირება ნიშნავს ეროვნული ბანკის რეზერვების სწრაფ ამოწურვას, ლარის გაუფასურებას, ფასების ზრდას, მასობრივ ემიგრაციას და სიღატაკეს.

მხოლოდ იმით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილია 5 თვე. ეს ხუთი თვე როგორმე უნდა გავძლოთ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ,,ოცნება" დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო 90-იან წლებში დაბრუნდება",- აცხადებს გოცირიძე.