უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში.
ის ასევე მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.
„რუსული საჰაერო ტერორის პირობებში უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის გადაუდებელი გადაწყვეტილებების შესახებ მსჯელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი უკრაინის მხარდაჭერის, საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ ისაუბრებენ.
ზელენსკი ასევე შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს. შემდეგ იმ სამხედრო ბაზას ეწვევა, სადაც უკრაინელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს.