ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მახარაძის თქმით, ალტ-ინფო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას

ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერის ზურა მახარაძის თქმით, ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია პატრიოტთა ალიანსის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც მან ალტ-ინფოს ეთერში ტქვა, „პატრიოტთა ალიანსთან“ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, ახლა კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სხვა კონსერვატიულ ძალებთან“.

„პატრიოტთა ალიანსთან გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები. ვსაუბრობდით. მათი ხედვაც არის ანალოგიური, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს. ამ მიმართულებით ხდება მუშაობა, ამ წუთებშიც მიდის მუშაობა, ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია - ფუნდამენტური, პრინციპული ძირითადი შეთანხმება შედგა. მიდის დეტალებზე მუშაობა.

სხვა კონსერვატიულ ძალებთანაც მიდის მუშაობა და მე რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, არის შემდეგო - ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში. მარტო ჩვენ არა, კონსერვატიულ ფლანგზე ვინც არის მეტ-ნაკლებად წონიანი, მართლა კონსერვატიული ძალა, გაერთიანდება და პატრიოტთა ალიანსის პარტიის მეშვეობით ეს დიდი ეროვნული ერთობა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში", - თქვა მახარაძემ.

8 აპრილს საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა გააუქმა.  პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.