დასავლეთთან და კერძოდ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არის არამხოლოდ ჩვენი ისტორიული მისწრაფება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობის განზომილება, სადაც საქართველომ უნდა მოიპოვოს კეთილდღეობა, განვითარება, პროგრესი და უსაფრთხოება,- ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორების მიმართ ,,ოცნების" დამოკიდებულება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
,,აქედან გამომდინარე, ამ პარტნიორებთან ასეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არის დამაზიანებელი არამხოლოდ მათთვის პირადად, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის და აქედან გამომდინარე დროზე უნდა მოეგონ გონს, რადგან შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში არჩევნებამდეც შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ძალიან დააზიანონ. მიუხედავად იმისა, თუ ესენი როგორც იქცევიან, როგორ ძალადობენ ფიზიკურად, ადამიანებს ხვდებიან, შენობებს ლეწავენ, მაინც მადლობა ღმერთს, რომ არ არის ერთი და ორი წელი დარჩენილი, არამედ არის ოთხი-ხუთი თვე საპარლამენტო არჩევნებამდე, რაც საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, რომ მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც რეალურად საქართველო, ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომელიც შემოაბრუნებს ქვეყანას ამ დამპყრობელი რუსული ჭაობიდან და ერთხელ და სამუდამოდ დააყენეს ევროპულ ლიანდაგებზე", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.