ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბეჟაშვილი: კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც მას ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ თითქოს რაიმე ფორმით ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას პარტნიორებთან

კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც მას ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ თითქოს რაიმე ფორმით ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ მისია ჩავარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად კობახიძე რუსული ხელისუფლების ,,ნამესტიკია" საქართველოში.

„საზოგადოებამ იხილა პრემიერ-მინისტრის, კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, როდესაც უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკულად ჩრდილში იდგა საქართველოს მხარე, რადგან რეალურად საერთაშორისო განწყობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ის, რომ მათ ხელს არავინ აღარ ართმევს, პარტნიორებად არავინ არ განიხილავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიტყვა დაარღვიეს, რომელიც დადეს ხალხის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ რუსულ კანონს აღარ შემოიტანდნენ. ამ ბოლო მოვლენების ფონზე, პრაქტიკულად ფარდა ჩამოხსნილია და რეალურად კობახიძე არის რუსული ხელისუფლების "ნამესტიკი" საქართველოში და ამას ყველა ხედავს, ამიტომ ეს ვიზიტიც იყო აბსოლუტური ფორმალობა მაშინ, როდესაც მას ხელი არავინ არ ჩამოართვა და მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იყო გათვლილი ეს ვიზიტი, რომ აქ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ეჩვენებინა, რომ რაიმე ფორმით დალაგებას ცდილობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს მისია იყო ჩავარდნილი',- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.