ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლევან ბეჟაშვილი უმრავლესობას: სივრცე არც ახლა გაქვთ შეზღუდული, შეგიძლიათ ვეტო არ დასძლიოთ და კანონპროექტი თაროზე შემოდოთ

ამბობთ, პრეზიდენტმა სივრცე არ დაგვიტოვაო, ბატონებო, სივრცე არც ახლა გაქვთ შეზღუდული, შეგიძლიათ ვეტო არ დასძლიოთ, კანონპროექტი თაროზე შემოდოთ, საპარლამენტო არჩევნებს დაელოდოთ და კანონპროექტის საბოლოო ბედი ამ რეფერენდუმზე ხალხმა გადაწყვიტოს, - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა მიმართა. ლევან ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით განაცხადა.

„რა კანონიც არის, ის ვეტო მიიღეთ! ნუ გიკვირთ, როცა ვეტოში კონკრეტულ შენიშვნებს ვერ ნახულობთ - ეს კანონი გადამუშავებას არ ექვემდებარება და უნდა გაუქმდეს. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ვეტო სწორედ ამისგან გამოსავალია. ყველა კითხვაზე პასუხი ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია. ვენეციის კომისიის დოკუმენტში დეტალურად, მუხლობრივად არის ჩაშლილი, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონი ევროპულ პრაქტიკას, კონსტიტუციას. ყველა კითხვაზე პასუხს ამ პუნქტებში იპოვით“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.