„ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის ლიდერების განცხადებით, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს და მოლდოვის მიმართ, რომლებიც რუსეთის მავნე გავლენით არიან დაზარალებული - მხარდაჭერა გაგრძელდება.
„ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის ლიდერებმა სამიტის ბოლოს ერთობლივი განცხადება ცოტა ხნის წინ მიიღეს.
„ჩვენ მივესალმებით მოლდოვის რესპუბლიკის ძალისხმევას, შეინარჩუნოს სტაბილურობა და რეფორმები ევროპულ გზაზე წინ წაწევისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ნატო-ს მხარდაჭერას ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს და მოლდოვის მიმართ, იმის აღიარებით, რომ ეს პარტნიორები დაზარალებული არიან რუსეთის მავნე გავლენით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთი არის და დარჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის.
,,ჩვენ თამამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაძლიერებლად",- წერია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.