ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კალიურანდი და მიქსერი: ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ ,,საპარლამენტო არჩევნებს"

ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ,,არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

კალიურანდი და მიქსერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

"საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს ვგმობთ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიქციური არჩევნების ორგანიზება 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს. ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.