ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრეზიდენტი: არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს

ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, დრო ერთად გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება არჩევნებზე გადის. ზურაბიშვილის თქმითვე, არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი.

,,ცხადია, ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე - არჩევნებზე, სხვა გზა არარსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში და სხვა გზა არ არსებობს საქართველოში, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, დრო ერთად გვაქვს. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეს ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რასაც საქართველო არა მხოლოდ 30 წელია ამბობს, საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც სახელმწიფო იყო, რომ ეს ღირებულებები რაც ევროპული ღირებულებებია, მისი ღირებულებებია. არ შეიძლება, რომ ეს ღირებულებები, ვინმემ გარედან შეუცვალოს. არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და არ შეიძლება, რომ ძლიერი არ იყოს. ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ, კი ეს გავა, რომელიმე პარტიის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.