ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სომხეთის ,,ევროპული პარტიის" ლიდერი საქართველოში არ შემოუშვეს

სომეხი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, კინორეჟისორი, სომხეთის ,,ევროპული პარტიის" ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ხზმალიანი წერს, რომ საქართველოში ერთდღიან საქმიან ვიზიტს გეგმავდა.

მისი თქმით, ის სამი საათის განმავლობაში ელოდა მესაზღვრეების პასუხს, რის შემდეგაც პასპორტი ახსნა-განმარტების გარეშე დაუბრუნეს. მას სომხეთში დაბრუნება ფეხით მოუწია.

,,გილოცავთ რუსეთის დღეს...", - წერს ხზმალიანი ,,ფეისბუქზე" და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში არშემოშვების მიზეზად მითითებულია სტანდარტული ფორმულირება - ,,არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".