ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კვლავაც გაძლიერდება 

ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კვლავაც გაძლიერდება, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს.

„ვისურვებ, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს" - ნათქვამია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებაში.

ამ სიტყვებით სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და  ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვა. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ერთობლივად მუშაობის იმედი გამოთქვეს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.