ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების ახალ ტალღას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთი შეერთებულ შტატებს ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს, თუმცა ის კვლავ მზადაა თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის
„აშშ-ის ადმინისტრაციამ „მიულოცა“ რუს ხალხს სანქციების მორიგი პაკეტის გამოცხადება. რუსეთის ფედერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს გადამწყვეტ და ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - აცხადებს რუსი დიპლომატი.
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები გამოაცხადა.