ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გრეტა წიწავა სანქციებზე: მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის

გამაოგნებელი იყო, რომ ოჯახის წევრების, კარის მეზობლების დასანქცირებაზე იყო საუბარი, - ასე ეხმიანება ,,ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა აშშ-ის მიერ საქართველოში ,,დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე" სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.

წიწავას თქმით, თუ ქვეყნის და ოჯახის სიყვარულისთვის ასანქცირებენ, სანქციებისთვის მზადაა.

,,რატო არა ვარ მზად [სანქციებისთვის]?.. გამაოგნებელი იყო ნამდვილად, როდესაც ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მეორე ქვეყნის არჩეულ დეპუტატს მიუთითებს, თუ რა კანონი უნდა მიიღოს. მეორე გამაოგნებელი იყო, რომ ოჯახის წევრების, კარის მეზობლების დასანქცირებაზე იყო საუბარი... მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის... ოფიციალური ვიზიტი თუ არის მაშინ [ვმოგზაურობ]. თუ ჩემი ქვეყნის და ჩემი ოჯახის სიყვარულის გულისთვის ვინმე მასანქცირებს, დამასანქცირონ",- აღნიშნა წიწავამ BMG-სთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.