ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ზოოპარკში და ძაღლების თავშესაფარში სტიქიას შეეწირა 200-ზე მეტი ცხოველი, მატერიალურმა ზარალმა 50 მლნ-ს გადააჭარბა.

ძლიერი წვიმის შემდეგ წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა ჩახერგა. კლდის ნაშალი მასალა და მოგლეჯილი ხეები გვირაბში გაიჭედა, რამაც ტრაგედიის მასშტაბები გაზარდა.

სტიქიამ ვერეს ხეობა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზა, მზიურის პარკი, გმირთა მოედანი, ზოოპარკი და ძაღლების თავშესაფარი მოიცვა. ადამიანები დაიღუპნენ როგორც ვერეს ხეობაში, ასევე ახალი გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას. სტიქიას ემსხვერპლნენ ზოოპარკის თანამშრომლებიც.

გარდაცვლილებს შორის იყვნენ:  ნუგზარ ბუაძე, დავით გაბიტაშვილი, ჟანა ეგიაზაროვა, ნანა ფილიშვილი, ელზა ზარანდია, ინდირა ზარანდია, გურამ პეტრიაშვილი, მარიამ ქუთელია, ნინა შუტკოვა, ივლიტა ჯიბუტი, ნატა ნინაშვილი, სულიკო ნოზაძე, ზურაბ მუზაშვილი, კარპო ენუქიძე, ოთარ ცუხიშვილი, ელიზბარ ბაღაშვილი, გივი დვალი, ლიანა ეგიაზაროვა, სვეტრალა ეგიაზაროვა, მალხაზ ჭიტაძე, გულიკო ჭიტაძე.

დღემდე დაკარგულად ითვლებიან სერგო კაპანაძე და ბექა ბუთურიშვილი.