ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლებას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

„ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, უკანასკნელად მათ აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. უფალმა მოწაფეები ზეთისხილის მთაზე აიყვანა, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა“,- ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.