მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას აღნიშნავს, რომელიც 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.
დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.