იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს. ტრადიციისამებრ, ცეცხლი, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.
მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.
წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება.