ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთი არ არის თანახმა, საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას გადასცეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ცეზარი ტომჩიკის თქმით, პოლონეთი არ არის თანახმა, საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას გადასცეს.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „პოლონეთის „პეტრიოტები“ იცავენ პოლონეთის ცას და ეს არ შეიცვლება.

ამერიკული „პეტრიოტების“ ბატარეა ამჟამად პოლონეთშია განლაგებული. „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთში დისლოცირებული ამერიკული „პეტრიოტის“ სისტემის უკრაინაში გაგზავნაზე მსჯელობენ. გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“ არ დაუკონკრეტებია, საუბარია მთელი ბატარეის, რვა გამშვები რადარებითა და სხვა აღჭურვილობით გადაცემაზე, თუ მხოლოდ მის ცალკეულ ელემენტებზე.