ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დეკანოიძე: ე.წ. გადატრიალების სცენარების შესახებ ბევრი განცხადება ვიხილეთ - ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება

ეს უკვე მოძველებული, ვადაგასული განცხადებაა, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება.

დეკანოიძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის ამ განცხადებას სერიოზულად არ მიიჩნევს.

„ეს უკვე მოძველებული, ვადაგასული და არასერიოზული განცხადებაა. 12 წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი განცხადება ვიხილეთ ე.წ. გადატრიალების რაღაც სცენარების შესახებ. ამ განცხადებას სერიოზულად არ ვუყურებ. არცერთი გამოძიება არ დასრულებულა კონკრეტული შედეგებით, ვინაიდან ასეთი საკითხი არ არსებობს. საკუთარი განცხადებების არასერიოზულობაში ეხვევიან და ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.