შეიძლება ვიღაცა ვერც აცნობიერებს, თუ რა ანტიქართულ მოძრაობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით მტრული განცხადებები ისმის ოპოზიციის და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ანტიჩინური კამპანიისთვის ფული გარედან იხარჯება.
,,ჩვენ ვნახეთ რომ იყო წერილი, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ოპოზიციამ მიმართეს კონგრესის იმ წევრებს, რომლებმაც ახლახან ე.წ. მეგობარი აქტი დააინიცირეს და ამ წერილში ჩინეთს, როგორც მტრულად განწყობილ სახელმწიფოს, მოიხსენიებენ. ოპოზიცია ჩინეთს მიიჩნევს, საქართველოს მიმართ მტრულ სახელმწიფოდ. აი, ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ჩინეთს აცხადებს სრულად მტრულ სახელმწიფოდ და ამ ხალხს უნდა ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია, მტრად აცხადებს იმიტომ, რომ გარედან მიიღეს ეს შეკვეთა. არამხოლოდ შეკვეთა პოლიტიკური, არამედ, ამაში გარედან ფული იხარჯება, რომ ანტიჩინური კამპანია იყოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.