უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუიმო კიშიდამ დღეს იტალიაში G7-ის სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ზელენსკი X-ის მეშვეობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 2024 წელს იაპონია უკრაინას 4,5 მილიარდ დოლარს გადასცემს.
,,ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოების შეთანხმებას უკრაინასა და იაპონიას შორის. უნიკალური დოკუმენტია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანასთან.
2024 წელს იაპონია უკრაინას 4,5 მილიარდ დოლარს გადასცემს და გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას შეთანხმების მთელი 10 წლის განმავლობაში. შეთანხმება მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში დახმარებას, ამასთანავე, ჰუმანიტარულ დახმარებას, ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობას, ასევე ერთობლივ ძალისხმევას მშვიდობის ფორმულაზე. გარდა ამისა, შეთანხმება გულისხმობს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და აგრესორის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობებს. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია ითანამშრომლებს უკრაინასთან, მის რეკონსტრუქციასა და აღდგენაში.
იაპონიისთვის ამ ტიპის შეთანხმება და მხარდაჭერის ეს დონე გარღვევაა. ჩვენ ამას ვხედავთ და მადლობას ვუხდით იაპონიას ურყევი სოლიდარობისთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ასევე მის მიზანდასახულობისთვის სიცოცხლისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მიმართ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
Japan’s Prime Minister Fumio Kishida @kishida230 and I have just signed a security agreement between Ukraine and Japan. A unique document with one of the world’s most economically and technologically advanced countries. 🇺🇦🇯🇵
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 13, 2024
In 2024, Japan will provide Ukraine with $4.5 billion…