უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 17 „შაჰიდის" ტიპის დრონიდან 17-ივე, ხოლო 14 რაკეტიდან 7 ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ხმელნიცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და კიროვოგრადის ოლქებში 24 საჰაერო სამიზნე: Х-101/Х-555 ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 17 დრონი გაანადგურეს.
თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.