ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სტოლტენბერგი: უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.

„ეს არ არის უკრაინული წინადადება, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის კეთილსინდისიერი და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. ასევე ითვლის ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე ჯერჯერობით თავად შეძლო ოკუპირება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინის გაკონტროლებას ცდილობს და ეს იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებიდან, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„სწორედ ამიტომაც, ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობები დაასახელა.