პოლიციამ დაკავებული ბლოგერის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავა. ინფორმაცია ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადასტურებს.
მარიამ იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება მას გამოძიება.
პოლიციამ ბლოგერი უჩა აბაშიძე 10 მაისს დააკავა. შსს-ს განცხადებით, თბილისსა და ბათუმში, მათ შორის ბლოგერ უჩა აბაშიძის ბინაში, საგამოძიებო მოქმედებები, სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევის ფაქტების გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.